უმაღლესი განათლება დიდ ბრიტანეთში
08 ნოემბერი, 2013
უმაღლესი განათლება დიდ ბრიტანეთში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
სასტუმრო ”ჰოლიდეი ინ”-ში ბრიტანეთში უმაღლესი განათლების პროგრამებისა და ერთ-ერთი უნივერსიტეტის ”southampton university“- ის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას სააგენტო ”ლიბრას” დამფუძნებელი და დირექტორი ნაძია ტარასოვა და ”southampton university”-ის საერთაშორისო დეპარტამენტის წარმომადგენელი დონა ჰეინესი წარუძღვნენ.

”southampton“-ის უნივერსიტეტი სთავაზობს სტიპენდიებს 3000-5000 სტერლინგის ოდენობით საქართველოს, აზერბაიჯანის, რუსეთის და რიგი სხვა ქვეყნების სტუდენტებს, 2013 წლის ოქტომბერში მენეჯმენტის სკოლის ერთ-ერთ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის დასაწყებად. ”southampton university“ არის ”russel group”-ის უნივერსიტეტი. ეს არის ელიტური ბრიტანული უნივერსიტეტების ჯგუფი. ამ უნივერსიტეტებზე სახელმწიფოს მხრიდან გამოიყოფა ყველაზე დიდი დაფინანსება სხვადასხვა კვლევების ჩასატარებლად.

რაც შეეხება დაფინანსებას, ეს უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს 5000 ფუნტ სტერლინგს, თითქმის 30%, დაფინანსებას სამაგისტრო პროგრამებზე. ეს დაფინანსება შეეხება მხოლოდ მენეჯმენტის პროგრამებს. მენეჯმენტის სკოლებში კი სასწავლო პროგრამა, დაახლოებით, 15 000 სტერლინგი ჯდება”-აღნიშნა ”ლიბრას” დამფუძნებელმა ნაძია ტარასოვამ.

”დიდი ბრიტანეთი მსოფლიო საგანმანათლებლო ცენტრია და შესაბამისად, დამაინტერესა ამ პრეზენტაციამ. ძირითადად გავიგე სტრუქტურა, რისი გაკეთება მომიწევს ამ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. თუმცა, ვფიქრობ, რომ მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი არის ფინანსური საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს 30%-იანი დაფინანსების მოპოვების შანსი, დღევადელი გადასახედიდან ვთვლი, რომ რთულია. პროგრამებით დავინტერესდი და ჩემი მიზანია, რომ ერთ-ერთ პროგრამაში მოვხვდე”-აღნიშნა სტუდენტმა ანა იჩქიტიძემ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary