ორთვინ ჰენინგი: საქართველომ უნდა დაამტკიცოს, რომ ნატოში მისი გაწევრიანება დიდი შენატანი იქნება
09 ნოემბერი, 2013
ორთვინ ჰენინგი: საქართველომ უნდა დაამტკიცოს, რომ ნატოში მისი გაწევრიანება დიდი შენატანი იქნება ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის" მიწვევით ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ორთვინ ჰენინგმა.
ლექციაზე ელჩმა ისაუბრა საქართველოს განვითარების ეტაპებზე და აღნიშნა, რომ მეორე დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს პარალელურად მოუხდა ქვეყნის, როგორც სახელმწიფოს ჩამოყალიბება, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება და გლობალურ სამყაროსთან შეერთება.
რაც არც თუ ისე ადვილია და ევროპამ ეს პროცესი გაცილებით დიდ დროში და თანაც თანმიმდევრულად გაიარა. მისი აზრით, მნიშვნელოვანია ასევე პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბება, ეკონომიკური პრობლემების მოგვარება, საგარეო ურთიერთობების აწყობა - კერძოდ, რუსეთთან ურთიერთობის დალაგება.

,,ჩემი პირადი დამოკიდებულებით საქართველომ შარშან მთავრობის ცვლილებასთან ერთად დაიწყო ახალი აღორძინების ეტაპი. თქვენ გყავთ ძალიან ძლიერი მთავრობა, რომელიც ხალხის მიერ არის არჩეული; ასევე გყავთ ძლიერი ოპოზიციური ძალა, აყალიბებთ სამოქალაქო სექტორს, მედია გაცილებით თავისუფალია ახლა და ვფიქრობ დიდ წარმატებებს მიაღწევთ“-განაცხადა ორთვინ ჰენინგმა.

ყოფილი ხელისუფლების მთავარ შეცდომად გერმანიის ელჩი თვლის იმას, რომ ისინი ძირითადად ამერიკისკენ იყურებოდნენ და მას ეყრდნობოდნენ. ,,მართალია, ამერიკა ერთ-ერთი ძლიერი მხარეა, მაგრამ თუ დასავლეთისა და ევროპულ სახელმწიფოებთან გსურს ურთიერთობა, ამ შემთხვევაში ის არ არის ძირითადი ძალა. საქართველო მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს გახდეს ნატოს წევრი თუ დაამტკიცებს, რომ მისი გაწევრიანება იქნება დიდი შენატანი ორგანიზაციაში. გერმანია ბოლომდე უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ გაერთიანებას. მე ბოლომდე ვდგავარ თქვენ გვერდით, როგორც პოლიტიკურად ისე მორალურად. ვიცი, რას მიშნავს ცხოვრობდე ქვეყანაში, რომელიც ორ ნაწილად არის გაყოფილი და ეს საშინელებაა. ამას გეუბნებით პირადი გამოცდილებიდან“- აღნიშნა ორთვინ ჰენინგმა.

ელჩმა ასევე ისაუბრა საქართველოსა და გერმანიის ისტორიულ ურთიერთობებზე.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary