„აღმოაჩინე საქართველოს ბიომრავალფეროვნება“
09 ნოემბერი, 2013
„აღმოაჩინე საქართველოს ბიომრავალფეროვნება“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
„ახალგაზრდა ბიოლოგთა ასოციაციის“ ორგანიზებით კონფერენცია „აღმოაჩინე საქართველოს ბიომრავალფეროვნება“ თსუ-ს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ჩატარდა. ღონისძიების მხარდამჭერები: სამეცნიერო ბიბლიოთეკა და ბელგიური კომპანია „BCG“ (Bird Conservation Georgia) იყვნენ.

საქართველოს ახალგაზრდა ბიოლოგთა ასოციაციის წარმომადგენლის, ნათია ჯავახიშვილის თქმით, კონფერენციის მიზანი გარემოსდაცვით საკითხებში ახალგაზრდების ცოდნის დონის ამაღლება გახლდათ: „ჩვენ გვინდა გავზარდოთ ახალგაზრდების ცნობიერება ბიომრავალფეროვნებისა და ამ სფეროში არსებული პრობლემების შესახებ“.

კონფერენციაში ძირითადად მე-8-12 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, მათ შორის იყო 99-ე სკოლის მოსწავლე, ნათია ფორჩხიძე, რომელმაც წარადგინა თემა „გარემოსდაცვითი განათლება“. ჩვენთან საუბრისას აღნიშნა: „კონფერენციის შესახებ faceebok-ის საშუალებით გავიგე და ძალიან გამეხარდა. საკონფერენციო ნაშრომის ფარგლებში, ქუთაისსა და თბილისში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩავატარე გამოკითხვა, სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ბევრმა მათგანმა ისიც კი არ იცოდა, რას ნიშნავს ეკოლოგია, ამიტომ მსგავსი კონფერენციები, ვფიქრობ, ინფორმაციული ვაკუუმის ამოვსებაში დაგვეხმარება“.

კონფერენციის დასასრულს I, II და III ადგილზე გასული მონწილეები გამოვლინდნენ. გამარჯვებულები სამეცნიერო საზოგადოების, მწვანეთა გაერთიანებისა და BCG-ის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ დაასახელა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary