22 წლის ნინო გვასალია სამართალდამცველებმა მუხათწყაროს ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს - ეს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა დაადასტურა.
არსებული ინფორმაციით ნინო გვასალიამ თავი ჩამოიხრჩო.
ადგილზე ამ დროისათვის კრიმინალისტები მუშაობენ.
ნინო გვასალია სახლიდან 17 ოქტომბერს გავიდა და აღარ დაბრუნებულა. სამართალდამცველები და ახლობელები მას რამდენიმე კვირის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ.