„კავკასიურ სახლში“ ჟურნალისტებისთვის სემინარი ტარდება
11 ნოემბერი, 2013
„კავკასიურ სახლში“ ჟურნალისტებისთვის სემინარი ტარდება ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
კულტურულ ურთიერთობათა ცენტრში "კავკასიური სახლი" სემინარი იმართება ჟურნალისტებისთვის "კულტურულ ინიციატივათა ქსელი GAUGULT“-ის პროექტის ფარგლებში.

დღეს განხილული იქნა შემდეგი თემები: "სიძულვილის ენა მედიაში" და "მასმედია საქართველოში". სემინარი გახსნა დიანა პეტრიაშვილმა და თამთა გალდავამ და ის დისკუსიის ფორმატში წარიმართა. დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ, გამოეხატათ თავიანთი აზრი მედიასთან მიმართებაში სხვადასხვა თემაზე. აგრეთვე შედგა პრაქტიკული სამუშაოები, რომლის პრეზენტაციაც იქვე გაიმართა მონაწილეების მიერ.

სემინარი 12 და 13 ნოემბერსაც გაგრძელდება და განიხილება შემდეგი თემები: "გამოხატვის თავისუფლება", "მედიის მარეგულირებელი ნორმები", "მაუწყებლობა", "ბეჭდური მედია" და "სენსიტიური თემების გაშუქება სამართლებრივი და ეთიკის ნორმების ჭრილში".

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary