საქველმოქმედო საღამო ხელნაწერთა გადასარჩენად
11 ნოემბერი, 2013
საქველმოქმედო საღამო ხელნაწერთა გადასარჩენად ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების ორგანიზებით თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში საქველმოქმედო საღამო გაიმართა დევიზით "ერთად მოვუაროთ ხენლაწერებს".

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა მარიამ ჩიტიშვილმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ ახალგაზრდა პიანისტის დავით ალადაშვილის კონცერტიდან შემოსული თანხა ხელნაწერთა რესტავრაციას მოხმარდება: "დღევანდელი კონცერტიდან შემოსული თანხა ძმები კარბელაშვილების საგალობელთა კრებულის აღდგენა-რესტავრაციას მოხმარდება (სულ 1300-მდე სანოტო ფურცელი). რაც შეეხება დავითს, ის არის ჩვენი მხარდამჭერი და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების წევრი, ამასთან ის არის "ჯულიარდის" სტუდენტი და ჩვენ თბილისის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის ორგანიზებით სპეციალურად ამ კონცერტისთვის ჩამოვიყვანეთ".

ღონისძიების გენერალური სპონსორი თბილისის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრთან ერთად იყო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია და სს "ხალიკ-ბანკი-საქართველო".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary