ირაკლი ჩარკვიანისადმი მიძღვნილი საღამო
11 ნოემბერი, 2013
ირაკლი ჩარკვიანისადმი მიძღვნილი საღამო ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში ირაკლი ჩარკვიანისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

პოეზიის საღამო ირაკლი ჩარკვიანის ხსოვნასა და შემოქმედებას მიეძღვნა. 

საღამოს მონაწილე სტუდენტებმა ირაკლი ჩარკვიანის სიმღერები შეასრულეს. ასევე ,,მეფის" ლექსები წაიკითეს.

საღამოზე სპეციალურ სტუმრად წვეული იყო ირაკლი ჩარკვიანის მეუღლე ქეთათო ჩარკვიანი. მან საღამო დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს იყო ძალიან თბილი ღონისძიება. ,,მოხარული ვარ, რომ საშუალება მომეცა, დავსწრებოდი ირაკლი ჩარკვიანისადმი მიძღვნილ საღამოს. მიხარია, რომ სტუდენტებს მუდმივად ახსოვთ ირაკლი და მის პატივსაცემად მართავენ საღამოებს" - განაცხადა ქეთათომ.

ღონისძიება გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის თვითმმართველობის ინიციატივით ჩატარდა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary