„ინგლისურის მასწავლებელი“ - ლინგვისტური რევოლუცია საქართველოში
11 ნოემბერი, 2013
„ინგლისურის მასწავლებელი“ - ლინგვისტური რევოლუცია საქართველოში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
დოკუმენტური ორშაბათები-ს ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში Focus Caucasus-ის გამარჯვებულ ფილმის "ინგლისურის მასწავლებელი" ჩვენება გაიმართა.
ნინო ორჯონიკიძისა და ვანო არსენიშვილის რეჟისორობით გადაღებულ ფილმში "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" პროგრამის მონაწილე, თავგადასავლების მოყვარული ინგლისურის ახალგაზრდა მასწავლებელი საქართველოს ერთ-ერთ შორეულ სოფელში ჩამოდის. ახალ გამოწვევას აღფრთოვანებით ხვდება და ლინგვისტური რევოლუციის მოხდენა სურს. თუმცა, იმედი მალე უცრუვდება. ინგლისურის მასწავლებელი მკაცრი რეალობის წინაშე დგება - ქართული სოფლებისთვის დასავლური ღირებულებები ჯერ კიდევ უცხოა და არც გარდაქმნის ნიშნები შეიმჩნევა.


ფილმს ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები და მიწვეული სტუმრები. ფილმის ჩვენების შემდეგ დისკუსია გაიმართა ფილმის აქტუალურ თემატიკასა და წამოჭრილ პრობლემებზე.


როგორც ფილმის ერთ-ერთმა რეჟისორმა ნინო ორჯონიკიძემ შეკითხვაზე: თუ რატომ შეაჩერეს არჩევანი რეჟისორებმა განათლების სფეროზე, უპასუხა: "მიმაჩნია, რომ სკოლა მთავარი დაწესებულებაა ადამიანის პირვანდელი განვითარებისთვის და იმის გათვალისწინებით, რომ თავად ვმუშაობ ამ სფეროში, როდესაც ამ პროგრამის პროპაგანდა დაიწყო, ვიფიქრეთ, ეს იქნებოდა კარგი საშუალება, უცხოელი მასწავლებლების თვალით დანახული ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემა და ქართული სოციუმი წარმოგვეჩინა".


რეჟისორებმა ხაზი გაუსვეს ფილმის მიზანს, დაენახებინათ რეალობა მაყურებლისთვის და მათში პროტესის გრძნობა გაჩენილიყო აღნიშნული რეალობის მიმართ.


დისკუსიას ესწრებოდა იურიდიული ფაკულტეტის ლექტორი მორის შალიკაშვილი, რომელმაც ჩვენთან საუბარში უდიდესი მოწონება გამოხატა ფილმის მიმართ და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საზოგადოების თითოეულ წევრს გვესმოდეს: განათლება - ეს ჩვენი პრიორიტეტია.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary