თბილისში მომრავლებული სათამაშო აპარატები პრობლემას წარმოადგენს
12 ნოემბერი, 2013
თბილისში მომრავლებული სათამაშო აპარატები პრობლემას წარმოადგენს ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
არასრულწლოვანებისთვის სათამაშო აპარატების საშუალებით თამბაქო ხელმისაწვდომობა უნდა შეიზღუდოს - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციამ "ადამიანი, კანონი,თავისუფლება" ბრიფინგი გამართა.

არასამთავრობო ორგანიზაციის თავჯდომარემ გიორგი ჭულუხაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თბილისში მომრავლებული სათამაშო აპარატები, რომლებიც განთავსებულია ხალხმრავალ ადგილებში, სკოლებსა თუ სხვა დაწესებულებებთან, პრობლემას წარმოადგენს. მისი თქმით, ბოლო დროს აპარატები სიგარეტზე ხელმისაწვდომი საშულება გახდა. არასრულწლოვანთათვის მიყიდვა იკრძალება, თუმცა, ამ გზით მათ ხელი მიუწვდებათ თამბაქოზე. გიორგი ჭულუხაძემ აპარატის მფლობელები კანონის დარღვევაში დაადანაშუალა.

"მოგეხსენებათ, რომ მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე არის განთავსებული სათამაშო აპარატები. ეს გახლავთ აპარატებში ჩაყრილი სიგარეტები, გარკვეული რაოდენობის თანხის ნაცვლად მოთამაშე ამოიღებს სიგარეტს, არასრულწლოვანთა მიერ მათი მოხმარების დროს კი ეს კანონდარღვევაა. ჩვენ ვაწარმოებთ მონიტორინგს და შედეგებს სამართალდამცავ ორგანოებს გადავცემთ. ჩვენი მიზანია, აღარ იყოს სათამაშო აპარატები და მოზარდებს არ ჰქონდე საშუალება, აზარტს აჰყვნენ" - განაცხადა გიორგი ჭულუხაძემ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary