„არა საყდრისის განადგურებას, დაიცავით ძეგლები!“
13 ნოემბერი, 2013
„არა საყდრისის განადგურებას, დაიცავით ძეგლები!“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წინ გაიმართა ხუდონჰესის მშენებლობისა და საყდრისის აფეთქების საწინააღმდეგო აქცია. აქციის ორგანიზატორები იყვნენ სტუდენტური მოძრაობა „მწვანე მუშტი“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ძეგლის მეგობარი“. აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პოლიტიკას, რომელიც მათი თქმით, მხარს უჭერს საყდრისისა და სხვა ძეგლების აფეთქებას.

„ჩვენ მოვედით აქ იმისთვის, რათა გავაპროტესტოთ არსებული უგუნური პოლიტიკა, რომელსაც მიმართავს არა მხოლოდ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, არამედ მხარს უბამს ამაში ენერგეტიკის სამინისტრო. ამ ყველაფერს რატომღაც მკაცრად და ყურადღებით არ ეკიდება გარემოს დაცვვის სამინისტრო. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ არის მხოლოდ საყდრისი. კულტურულ მემკვიდრეობას მიეკუთვნება ის ძეგლებიც, რომლებსაც ჩაძირვას უპირებენ. ამ ყველაფრის მიზეზი კი არის კერძო ინვესტორის ინტერესები, სახელმწიფოს უგუნური პოლიტიკა, რომელსაც მინისტრები და საჯარო მოხელეები აწერენ ეკონომიკურ განვითარებას. ამ ყველაფრით უგულებელყოფენ ადამიანის უფლებებს, ეკოლოგიურ საშიშროებას, რაც შეიძლება გამოიწვიოს ხუდონჰესის მშენებლობამ. საყდრისი არის მრავალათსწლოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელსაც კულტურის სამინისტრომ სტატუსი მოუხსნა“–აღნიშნა გიორგი სოფრომაძემ.

„ჩვენ ვეწინააღმდეგებით მაქსიმალური ათვისების პოლიტიკას. ეს პოლიტიკა ანადგურებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. სამინისტრომ საყდრისის ოქროს მომპოვებელ მაღაროს მოუხსნა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. სწორედ ამას ვაპროტესტებთ სტუდენტები“–განაცხადა აქციის მონაწილემ, ირაკლი ღუტიძემ.

დღევანდელი აქციის ლოზუნგი იყო „არა საყდრისის განადგურებას, დაიცავით ძეგლები!“.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary