ტიბო კოვენის კონცერტი საქართველოში
13 ნოემბერი, 2013
                               ტიბო კოვენის კონცერტი საქართველოში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში გიტარისტ ტიბო კოვენის კონცერტი გაიმართა.

ტიბო კოვენმა კონცერტზე მისი საყვარელი კომპოზიტორის დომენიკო სკარლატის ნაწარმოებები შეასრულა, რომლებსაც კოვენის მეექვსე ალბომი ეძღვნება.

როგორც კონცერტის ორგანიზატორმა მარიამ კვესელავამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა: "ფრანგი ხელოვანი ტიბო კოვენი ერთ-ერთი საუკეთესო გიტარისტია. ის მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი ხელოვანია, რომელიც მოგზაურობს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში და დაკრული აქვს ყველა დიდ ფესტივალზე. ქართველი მსმენელისთვის ეს იქნება გაცნობა, ვინაიდან მის შესახებ არაფერი სმენიათ საქართველოში. ეს არის ფრანგული ინსტიტუტის მიზანი, რომ ქართველ მსმენელს გააცნოს თანამედროვე ხელოვანები, ამის ერთ-ერთი მაგალითი დღევანდელი საღამოა".

კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა. საღამოს ესწრებოდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary