ივანე ჯავახიშვლის სახელობის სამეცნიერო ფორუმში, რომელიც ყოველ წელს აპრილის თვეში ჩატარდება და დაემთხვევა ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეს, მონაწილეობის მიღების საშუალება ექნება ყველა ფაკულტეტის სტუდენტს. „შერჩევა თიოთოეულ ფაკულტეტზე ცალ-ცალკე მოხდება, რადგან სამი საფეხურის ერთ კონკურსში მოქცევა გაუმართლებელია. შემდეგ კი, ტრადიციულად, აპრილის თვეში გაიმართება სამეცნიერო ფორუმი, რომელიც დაემთხვევა ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეს. ყველა საუკეთესო მომხსენებელს გადაეცემა ფულადი ჯილდო“ - აღნიშნა ვლადიმერ პაპავამ.
რექტორსა და სტუდენტებს შორის შეხვედრა, დაპირებისამებრ ორი თვის შემდეგ შედგა. შეხვედრა დაეთმო ყველა იმ საკითხს, პრობლემას თუ ინიციატივას, რაც უნივერსიტეტში არსებობს და სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანია, რომლის ფარგლებში რექტორმა ისაუბრა იმ პროექტებსა თუ ღონისძიებებზე, რომლებიც ამ ორი თვის განმავლობაში განხორციელდა და რომელთა განხორციელებაც მომავალში იგეგმება.
შეხვედრის ფარგლებში ასევე ცნობილი გახდა, რომ პირველად საქართველოში სახელმწიფო უნივერსიტეტი გეგმავს პოსტდოქტორანტურის ინსტიტუტის დანერგვას. „ეს პროექტი ეხება იმ ახალგაზრდა მეცნიერებს , რომლებმაც დაიცვეს სადოქტორო დისერტაციები და მიმდინარე პირობებში არ აქვთ შესაძლებლობა გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა. ასეთი რამ ქართულ რეალობაში არ ყოფილა, თუმცა, მსოფლიო საუნივერსიტეტო სინამდვილეში ეს ძალიან გავრცელებული პრაქტიკაა, რასაც ჰქვია პოსტდოქტორანტების ინსტიტუტი და რომელსაც ნაწილობრივ დააფინანსებს თვითონ ჩვენი უნივერსიტეტი. ჩვენი უნივერსიტეტი ყოველ წლიურად თავის თავზე აიღებს ათი პოსტდოქტორანტის დაფინასებას, ხოლო სხვა, თუ თვითონ მოიძიებს დამატებით გრანტებს ისიც შეძლებს სწავლის გაგრძელებას“ - აღნიშნა რექტორმა.
შეხვედრას, რომელიც რამოდენიმე საათს გაგრძელდა, ესწრებოდა ექვსივე ფაკულტეტის დეკანი, სრულიად ღია იყო დაინტერესებული პირებისთვის. კითხვა-პასუხის რეჟიმში სტუდენტებს საშუალება მიეცათ განეხილათ საუნივერსიტეტო პრობლემები, მათი გადაჭრის გზები და მათივე მოსაზრებები.