ტექნიკურ უნივერსიტეტში კრიმინალისტიკის ლაბორატორია ამოქმედდა
14 ნოემბერი, 2013
ტექნიკურ უნივერსიტეტში კრიმინალისტიკის ლაბორატორია ამოქმედდა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ფუნქციონირება დაიწყო კრიმინალისტიკის ლაბორატორიამ.

''კრიმინალისტიკის ლაბორატორიის შექმნისა და ფუნქციონირების აუცილებლობა იმ ფაქტორმა განაპირობა, რომ ბოლო წლებში დანაშაულის გახსნისა და გამოძიების პროცესში კრიმინალისტიკური ტექნიკა, ტაქტიკა და მეთოდოლოგია ნაკლებად გამოიყენებოდა. ამის შედეგად, სასწავლო დაწესებულებებში შემცირდა ინტერესი კრიმინალისტიკის მიმართ'' - განაცხადა პროფესორმა სერგო ძაგნიძემ. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სტუ-ს აკადემიურმა საბჭომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიიღო გადაწყვეტილება, სამართლის დეპარტამენტში შექმნილიყო კრიმინალისტიკის თანამედროვე ლაბორატორია, რისთვისაც 70 000 ლარი გამოიყო. 

ლაბორარატორიის ტექნიკური აღჭურვილობის შეძენა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანადგომით გახდა შესაძლებელი.

სტუდენტებისთვის განკუთვნილი თანამედროვე ლაბორატორია დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსი ბატიაშვილმა მოინახულეს. მათ ასევე დაათვალიერეს სასამართლო დარბაზი იმიტირებული პროცესის ჩასატარებლად და სამართლის კლინიკა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary