"ჟესტური ენის როლი სმენადაქვეითებულთა განათლებაში"
14 ნოემბერი, 2013
"ჟესტური ენის როლი სმენადაქვეითებულთა განათლებაში" ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კონფერენცია გაიმართა თემაზე - "ჟესტური ენის როლი სმენადაქვეითებულთა  განათლებაში".

"ეს კონფერენცია ეძღვნება ჟესტური ენის განვითარებას. დღეს განვიხილეთ ქართული ჟესტური ენის კვლევისა და ლექსიკონზე მუშაობის პროცესები და წარმოვადგინეთ პრეზენტაცია ქართული ჟესტური ენის კვლევის შესახებ. ჩვენი მიზანია, მოხდეს ჟესტური ენის პროპაგანდა საზოგადოებაში. ეს არის ნაბიჯები ჟესტური ენის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და თუკი ამ სტატუსს მივიღებთ, მაშინ უკვე ამ ადამიანების განათლება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგება არასდროს" - განაცხადა საქართველოს სმენადაქვეითებულთა კავშირის ვიცეპრეზიდენტმა მაია მეტონიძემ.

პრეზენტაციაზე თამარ მახარობლიძემ აღნიშნა, რომ ჟესტური ენის, როგორც სმენადაქვეითებულთა კომუნიკაციის ერთადერთი საშუალების განვითარება და პოპულარიზაცია აუცილებელია: "იქმნება 4 000-ერთეულიანი დიდი ლექსიკონი გრაფიკული ფორმით, სადაც იქნება ჟესტის აღწერა კლასიკური სტანდარტით და სიტყვის განმარტება სმენადაქვეითებულებისთვის გასაგებ ენაზე". პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილი იყო ქართული ანბანი, რომელიც შემუშავდა სმენადაქვეითებულთა კავშირთან ერთად.

კონფერენციას ესწრებოდნენ მსოფლიოს სმენადაქვეითებულთა საზოგადოების დამფუძნებელი რეგიონული სამდივნოს წარმომადგენლები.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary