მულტიმედიის ცენტრის გახსნა თსუ–ში და რიჩარდ ნორლანდის შეხვედრა სტუდენტებთან
14 ნოემბერი, 2013
მულტიმედიის ცენტრის გახსნა თსუ–ში და რიჩარდ ნორლანდის შეხვედრა სტუდენტებთან ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მულტიმედია ცენტრი გაიხსნა.

ღონისძიებას თსუ-ს რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, აშშ-ს ელჩი რიჩარდ ნორლანდი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, სტუდენტები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მულტიმედია ცენტრის გახსნის შემდეგ შეხვედრა გაიმართა სტუდენტებსა და აშშ-ს ელჩს შორის. რიჩრდ ნორლანდმა განაცხადა, რომ აშშ-ს საელჩოს კარგი თანამშრომლობა აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. ხორციელდება გაცვლითი პროგრამები, როგორც სტუდენტების, ისე პროფესორ-მასწავლებლების: ,,ახლახან გავხსენით მულტიმედია ცენტრი, რომელიც აშშ-ს ხელშეწყობით შეიქმნა. ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის არსებობა".

რიჩარდ ნორლანდმა ისაუბრა საქართველოში მომხდარ ბოლოდროინდელ ამბებზე. მან გაიხსენა შარშანდელი საპარლამენტო არჩევნები და სულ ახლახან ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც მისი აზრით, გამჭირვალე და დემოკრატიული იყო: ,,მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო მოახერხებს გარდამავალი პროცესის დაძლევასა და განვითარებას" - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

ღონისძიებაზე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი შეეხო საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობას და მის მნიშვნელობას ევროპისა და აშშ-სთვის, საქაქრთველო-რუსეთის ურთიერთობებს, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შესაძლებლობებს და სხვა.

სტუდენტების მიერ დასმულ კითხვებში იყო ინტერესი აშშ-სა და საქართველოს სამხედრო ურთიერთობებზე, საქართველოს ოკუპაციაზე რუსეთის მიერ, ავღანეთისა და ირანის პრობლემებზე, აშშ-ში ცოტა ხნის წინ მომხდარ ,,მთავრობის კრიზისზე".

შეხვედრის ბოლოს თსუ-ს რექტორმა ვლადიმერ პაპავამ რიჩარდ ნორლანდს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედალი გადასცა და მისი ავტორობით ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოცემული წიგნი უსახსოვრა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary