PR-ის ელემენტები პოლიტიკური ლიდერის ცხოვრებაში
14 ნოემბერი, 2013
PR-ის ელემენტები პოლიტიკური ლიდერის ცხოვრებაში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
13-14 ნოემბერს "მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი"-სა და "ახალგაზრდული პოლიტიკური კლუბი"-ს ინიციატივით განხორციელდა პროექტი სახელწოდებით - "PR-ის ელემენტები პოლიტიკური ლიდერის ცხოვრებაში".

პროექტი ორი დღის განმავლობაში გრძელდებოდა და მისი მიზანი ახალგაზრდების საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმეებში ჩართვა და ლიდერული უნარ-ჩვევების წარმოჩენა იყო. პროექტში განხილული თემები შეეხებოდა PR-ის ტექნოლოგიებს: რამდენად მნიშვნელოვანია იგი თითოეული ადამიანისთვის და რა ადგილი უჭირავს მას პოლიტიკური ლიდერის ცხოვრებაში. ამ საკითხების შესახებ საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტმა არჩილ გამზარდიამ ისაუბრა. 

ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებს ჩაუტარდათ ლიდერობის მოკლე კურსი, რომელსაც "ლიდერთა კლუბი"-ს პრეზიდენტი ლაშა თაკალანძე უძღვებოდა. მიწვეულ სტუმრებს შორის იყო პოლიტოლოგი ვაჟა შუბითიძე.

"პროექტის მიზანია, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებში ლიდერული უნარების განვითარებასა და წარმოჩენას. მივცეთ მათ შესაძლებლობა, აიმაღლონ ცოდნა PR-ის ტექნოლოგიების შესახებ და ისწავლონ მისი სწორად გამოყენება. ჩვენ გვსურს ახალგაზრდა ლიდერების ერთ სივრცეში ინტეგრაცია და მათი ხედვების გაზიარება მიმდინარე მოვლენებსა და მომავლის განვითარების გზებზე" - განაცხადა მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა რევაზ ცნობილაძემ.

ღონისძიებაში მონაწილეობა შეეძლო საქართველოს უნივერსიტეტების ნებისმიერ სტუდენტს, თუმცა, პროექტის ფორმატიდან გამომდინარე, შეირჩა მხოლოდ 25 საუკეთესო მონაწილე.

პროექტის ბოლოს EMT-ის (განათლების და მართვის გუნდი) ოფისში სტუდენტებს გადაეცათ ამ პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები. 

ღონისძიების მხარდამჭერი იყო "თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი", "ლიდერთა კლუბი" და "განათლების და მართვის გუნდი" (EMT).


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary