15–17 ნოემბერს "ბაქსვუდის მოხალისეთა კლუბმა" ინტელექტუალური თამაში “ბრეინ რინგი” მოაწყო, რომელიც ცნობილი სატელევიზიო თამაშის „რა? სად? როდის?” ანალოგიური ფორმატით ჩატარდა.
„ბრეინ რინგში“ მონაწილეობდნენ 6-კაციანი გუნდები, რომელთა წევრები IX-XII კლასის მოსწავლეები ან I-II კურსის სტუდენტები იყვნენ, ხოლო ინდივიდუალურად დარეგისტრირებულ ახალგაზრდებისგან ორგანიზატორებმა თავად დააკომპლექტეს გუნდი.
რინგი შედგებოდა 10 კითხვისგან. თითოეულ კითხვაზე პასუხის მოსაფიქრებლად გუნდს 1 წუთი ჰქონდა. ასევე ყველა გუნდს ჰყავდა კაპიტანი, რომელიც შიდა დებატებისა და განხილვის შემდეგ ამბობდა პასუხს.
ფინალში მონაწილეობა მიიღეს გუნდებმა: „Legal Thinking“, „მორფეუსი“ და „ცერცვაძის ექვსეული“. თამაში მოიგო „Legal Thinking“-მა. გამარჯვებული გუნდის წევრები სიმბოლური პრიზებით დააჯილდოვეს. ყველა მონაწილეს გადასცეს შესაბამისი სერტიფიკატი.
თამაშიდან შემოსული თანხით "ბაქსვუდის მოხალისეთა კლუბი" უსახლკაროთა თავშესაფარს დაეხმარება.