ახალგაზრდული პრობლემები და გამოწვევები
18 ნოემბერი, 2013
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში "ევროპელ დიპლომატთა ასოციაციის" ინიციატივით ლექცია-სემინარი გაიმართა თემაზე - "ახალგაზრდული პრობლემები და გამოწვევები".

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ "ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის" წარმომადგენელმა ირაკლი გიორბელიძემ ისაუბრა მოხალისეობასა და მის პრობლემებზე. მან შეადარა მოხალისეობა და სტაჟირება ერთმანეთს, რომლის მიხედვით, მთავარია საქმისადმი პიროვნების დამოკიდებულება. ასევე, მან წარმოადგინა მოხალისეობის ტიპები, რომელიც მოიცავს ფორმალურ და არაფორმალურ სახეობებს.

"ფორმალური მოხალისეობა დაბალ დონეზეა საქართველოში, ხოლო მოხალისეობის შესაძლებლობები კი ძალიან ფართოა. მოხალისეობა არის შანსი, რომ მე მივიღო ახალი ინფორმაცია, შევიძინო ახალი მეგობრები. წარმატება აბსოლუტურად იდენტურია აქტიურ მოხალისეობასთან" - აღნიშნა ირაკლი გიორბელიძემ.

ლექცია-სემინარის ფარგლებში დამსწრე სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, გამოეხატათ თავისუფალი აზრი. ასევე, აჩვენეს ფილმი ევროკავშირზე, რომლის შემდეგაც გაიმართა დისკუსია. 

სემინარის დასკვნით ნაწილში გაეროსა და საზღვარგარეთ ახალგაზრდების მოხალისეობაზე ისაუბრა საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელმა გაეროში თორნიკე ზურაბიშვილმა, რომელმაც სტუდენტებს გააცნო ევროპის მოხალისეობის პროგრამა EVS, რომლის დროსაც სტუდენტს საშუალება ეძლევა, მოხალისედ წავიდეს თურქეთსა და რუმინეთში. ასევე, მან ისაუბრა გაეროში ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელთა როლზე.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary