თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლების დეპარტამენტმა ტრენინგი ჩაატარა თემაზე - "ეფექტური პრეზენტაცია".
ტრენინგს უხელმძღვანელეს IQUE GROUP-ის წარმომადგენლებმა მარიამ მელაძემ და ნია გურგენიძემ. მარიამმა სტუდენტებს გააცნო ორგანიზაცია IQUE GROUP, რომელიც საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტურ გაერთიანებას წარმოადგენს და ატარებს სხვადასხვა პროექტს ახალგაზრდებისთვის: ,,ორგანიზაცია ერთ წელზე ნაკლებია რაც არსებობს, დღევანდელი თემა კი I-II კურსელებზეა გათვლილი, რათა გავუზიაროთ მათ ცოდნა და გამოცდილება".
თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელმა მზიკო ჯავშანაშვილმა გვითხრა: ,,სტუდენტები ჩვენი ტრენინგის შემდეგ უფრო უკეთესად შეძლებენ პრეზენტაციების ჩატარებას არა მარტო ლექტორების წინაშე, არამედ ფართო აუდიტორიის წინაშეც. მეც ვიყავი I კურსის სტუდენტი და მიჭირდა პრეზენტაციის გაკეთება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ ტრენინგის ჩატარება".
ტრენინგის ძირითადი თემა ეფექტური პრეზენტაციის შექმნა და კომუნიკაცია იყო, მიზანი კი - სტუდენტების აქტივობის გაზრდა.