უსახლკაროთა თავშესაფრის მხარდასაჭერი აქცია მწერალთა სახლში
19 ნოემბერი, 2013
უსახლკაროთა თავშესაფრის მხარდასაჭერი აქცია მწერალთა სახლში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ახალგაზრდა ქართველმა პოეტებმა მწერალთა სახლში უსახლკაროთა თავშესაფრის მხარდასაჭერი აქცია გამართეს.

საღამოში მონაწილეობა მიიღო: პაატა შამუგიამ, ლელა სამნიაშვილმა, ნატო ინგოროყვამ, სალომე ბენიძემ, ალექსანდრე ლორთქიფანიძემ, თორნიკე ჭელიძემ, გვანცა ჯობავამ, გიორგი არაბულმა, თამთა დოლიძემ, ირაკლი კაკაბაძემ და ნათია ნაცვლიშვილმა. პოეზიის საღამოს შემდეგ მებო ნუცუბიძისა და ჯგუფების - “მასკულტურა” და “LOUDspeakers” კონცერტი გაიმართა, რომლებმაც თავიანთი რეპერტუარიდან რამდენიმე სიმღერა შეასრულეს.

კონცერტი საქველმოქმედო იყო და თითოეულ ადამიანს დარბაზში განთავსებულ ყუთში შეეძლო გაეღო შემოწირულობა. შემოსული თანხა კი თავშესაფრის კეთილმოწყობას მოხმარდება.

,,ჩვენი ვალდებულებაა თანადგომა და დახმარება გავუწიოთ ადამიანებს, რომლებიც ამას საჭიროებენ. მათ უნდა ვაგრძნობინოთ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მათზე ზრუნავენ. მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზაცია ,,იდენტობას“, რომელმაც საჭირო დროს წამოსწია წინ ეს საკითხი“ - აღნიშნა აქციის ორგანიზატორმა პოეტმა ირაკლი კაკაბაძემ.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary