ჰუმანური აქტი - „გვერდში დავუდგეთ პატიმრებს“
20 ნოემბერი, 2013
ჰუმანური აქტი - „გვერდში დავუდგეთ პატიმრებს“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
“ჩვენი პრინციპული მიდგომის თანახმად, დღევანდელი დღე არ უნდა ყოფილიყო პომპეზური. მას უნდა ესწრებოდნენ ის ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ თითოეული მსჯავრდებული არა თუ საზოგადოების „ხორცმეტი“, არამედ მისი სრულუფლებიანი წევრია, და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათი რესოციალიზაციისათვის” - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდები ახალგაზრდობისა და მომავლისთვის" თავმჯდომარემ ალექსანდრე ახალკაცმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე ჰუმანურ აქტი „გვერდში დავუდგეთ პატიმრებს“.
აქციის ფარგლებშიც შეაგროვეს წიგნები სასჯელაღსრულების დაწესებულებებისათვის.

22 ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაციის "ახალგაზრდები ახალგაზრდობისა და მომავლისთვის" წარმომადგენლების მიერ შეგროვილი წიგნები საზეიმო ვითარებაში გადაეცემა სასჯელაღსრულების პრობაციისა და ეროვნული დახმარების სამინისტროს, რომელიც წიგნებს 23 ნოემბერს, გიორგობის ბრწყინვალე დღესასწულზე მსჯავრდებულებს გადასცემს.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორი ამბობს, მათი მთავარი მიზანი მსჯავრდებულთათვის რესოციალიზაციაში დახმარებაა: „ჩვენი მიზანია ვაგრძნობინოთ მათ, რომ ისინიც ჩვენი საზოგადოების წევრები არიან და დავეხმარებით მათ რესოციალიზაციის პროცესში. დაახლოებით მსგავსი ღონისძიებები უკვე გამართეს სტუდენტებმა, თუმცა, ჩვენი მთავარი მიზანი ამ ღონისძიებაში საზოგადოების ყველა სოციალური ფენის ჩართვა იყო, რადგან პატიმრებისათვის გვეჩვენებინა, რომ ისინი ჩვენი საზოგადოების წევრები არიან“- აღნიშნა ალექსანდრე ახალკაცმა.

ინიციატივას უკვე შეუერთდნენ უმაღლესი სასწავლებლები, ასევე რამდენიმე სკოლა მათივე ინიციატივით, წიგნების გადაცემას ასევე გეგმავს რამდენიმე რაიონის გამგეობა და წიგნის გამომცემლობა.

„არასრულწლოვანთა დაწესებულებებს კარგი ბიბლიოთეკები აქვთ, უკანასკნელ პერიოდში მათ დიდი ყურადღება დაეთმოთ. თუმცა, არის დაწესებულებები, მაგალითად: ტუბდისპანსერი, გეგუთის სასჯელაღსრულების დაწესებულება, სადაც წიგნების დეფიციტია. მე მაქვს კავშირი სასჯელაღსრულების დაწესებულებებთან და თუ სადმე ანალოგიური დეფიციტი გაჩნდება, ჩვენ მზად ვართ კიდევ ერთხელ ჩავატაროთ ანალოგიური ღონისძიება“ - განაცხადა ალექსანდრე ახალკაცმა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary