„ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“
20 ნოემბერი, 2013
   „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს სტუდენტებთან.

გაცნობითი ხასიათის პრეზენტაცია ჩაატარა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა თამარ ჭანტურიშვილმა. „ამ პროგრამის მიზანია ინგლისური ენის ცოდნის დონის ამაღლება საქართველოში. განსაკუთრებით, ისეთი რეგიონების დახმარება, რომლებსაც აქამდე არ ჰყოლიათ ინგლისური ენის მასწავლებლები, როგორებიცაა, მაგალითად: ქვემო ქართლის , სამცხე-ჯავახეთისა და მაღალმთიანი სოფლის სკოლები“ - განაცხადა თამარ ჭანტურიშვილმა.

გარდა ამისა, ეს პროგრამა ხელს უწყობს მოხალისეობრივი ინსტიტუტის განვითარებას, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციასა და ახალი სასწავლო მეთოდების დანერგვას. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამა ითვალისწინებს ინგლისური ენის მასწავლებლების ჩამოყვანას და საქართველოს სხვადასხვა სკოლაში გადანაწილებას. ეს პროგრამა უკვე 4 წელია არსებობს. 2012 წლიდან კი მას დაემატა ახალი კომპონენტი - ადგილობრივი მოხალისეების შერჩევა-დასაქმება საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლებში ინგლისური ენის პედაგოგებად.

პროგრამის ფარგლებში საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას და მინიჭებული აქვთ ბაკალავრის ხარისხი, წარიგზავნებიან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ინგლისურის ენის პედაგოგებად. ერთწლიანი წარმატებული თანამშრომლობის შემთხვევაში კი მათ უფინანსდებათ მაგისტრატურაში სწავლის 2 წელი. 

სტუდენტების შერჩევა მიმდინარეობს წელიწადში ორჯერ. 

აპლიკაციის მიღება 28 ნოემბრამდე გრძელდება.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary