“თავისუფალი ასოციაციის” პრეზენტაცია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში
20 ნოემბერი, 2013
“თავისუფალი ასოციაციის” პრეზენტაცია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვებჟურნალის ”თავისუფალი ასოციაცია” პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციის მიზანი იყო, მიეწოდებინათ სტუდენტებისა და ახალგაზრდებისთვის ინფორმაცია ვებჟურნალისა და სტაჟირების შესახებ. ვებჟურნალი ”თავისუფალი ასოციაცია” ორიენტირებულია სტუდენტური და ახალგაზრდული თემებისა და პრობლემების გაშუქებაზე. პრეზენტაციის ფარგლებში სტუდენტებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია სტაჟირების შესახებაც, რამაც დამსწრე აუდიტორიაში დიდი ინტერესი გამოიწვია. ”სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავატარეთ ვებ-ჟურნალის ”თავისუფალი ასოციაცია” პრეზენტაცია. უახლოეს მომავალში დაგეგმილი გვაქვს, ჩავატაროთ 3 უნივერსიტეტში, ესენია: ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. გარდა ამისა, სტუდენტებს მივაწოდეთ ინფორმაცია სტაჟირების შესახებ. იმედს გამოვთქვამთ, რომ სტუდენტები აქტიურად ითანამშრომლებენ ჩვენთან” - აღნიშნა ”თავისუფალი ასოციაციის” წარმომადგენელმა მარიამ ჯავახიშვილმა. 

ვებჟურნალში სტაჟირებისთვის აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა არის 30 ნოემბერი, ხოლო 1 დეკემბერს დაიწყება სტაჟირების ახალი ეტაპი. ძირითადი მოთხოვნებია: გამართულად წერის უნარი, შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, მაღალი აკადემიური მოსწრება (სასურველია).

”დამაინტერესა დღევანდელმა პრეზენტაციამ. აქამდე არაფერი ვიცოდი ”თავისუფალი ასოციაციის” შესახებ და დღეს ბევრი საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია მივიღე. აუცილებლად შევავსებ აპლიკაციას სტაჟირებისთვის და იმედი მაქვს, რომ შევძლებ მათთან თანამშრომლობას” - აღნიშნა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ხატია ეჯიბაიამ.

სტაჟირება 3-თვიანია და მისი დასრულების შემდეგ სერტიფიკატი გაიცემა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary