მასტერკლასი "House dance"–ის მიმართულებით
21 ნოემბერი, 2013
მასტერკლასი "House dance"–ის  მიმართულებით                     ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს პედაგოგ-ქორეოგრაფთა ასოციაციამ მასტერკლასი ჩაატარა "House dance"–ის მიმართულებით.

მასტერკლასს წარუძღვა ლონდონში მოღვაწე ქორეოგრაფი აარონ ჩარლზი. ღონისძიებას ასოციაციის წევრები, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები დაესწრნენ.

საქართველოს პედაგოგ-ქორეოგრაფთა ასოციაციის დამფუძნებელმა ნატალია დიღმელაშვილმა განაცხადა, რომ მსგავსი მასტერკლასები ხშირად ტარდება: ,,ძირითადად, ასეთი სახის შეხვედრები საჭიროა იმისთვის, რომ ინფორმაცია მიიღონ სტუდენტებმა თანამედროვე ცეკვების შესახებ. მსოფლიოში სწრაფი ტემპით ხდება ქორეოგრაფიის განვითარება. ჩვენ არ გვაქვს მსგავსი სახის ცეკვებში გამოცდილება და შესაბამისად, ვერ ვიღებთ საჭირო ინფორმაციას. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი მსგავსი ღონისძიებები“.

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გიორგი ძაგანია მიიჩნევს, რომ მსახიობისთვის აუცილებელია ქორეოგრაფიის ცოდნა. ,,მოძრაობის საერთაშორისო სიტყვა გადასულია პლასტიკაზე, ცეკვაზე. ასეთი მასტერკლასები კი მინიმალური ცოდნის მისაღებად აუცილებელია. ცეკვა ყველაზე კარგი საშუალებაა შინაგანი გრძნობების გამოსახატავად. როდესაც მე ვცეკვავ, ვგრძნობ სიმშვიდესა და ბედნიერებას. ჩემი სურვილია, უფრო მეტი დრო დაეთმოს პანტომიმას“ – აღნიშნა გიორგი ძაგანიამ.

სტუდენტებმა დღევანდელ მასტერკლასზე ჰიპ–ჰოპის სხვადასხვა მოძრაობა ისწავლეს.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary