ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში "მენეჯერთა კლუბის" პრეზენტაცია გაიმართა.
კლუბის წევრებმა სტუდენტებს განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. კლუბი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესფაკულტეტის ბაზაზე დაფუძნდა და აქტიურად ერთვება სტუდენტების საუნივერსიტეტო ცხოვრებაში.
კლუბის მიერ განხორციელებული პროექტებიდან აღსანიშნავია ინტელექტუალური თამაში ""მე–გუნდ–AVE", რომელიც სიახლე იყო სტუდენტებისათვის. კლუბი რეგულარულად აწყობს საქართველოში არსებული წარმატებული კომპანიების მენეჯერების მოწვევას და უზრუნველყოფს სტუდენტების მათთან შეხვედრას, დისკუსიების მოწყობასა და მომავალი მენეჯერული საქმიანობის შესახებ კომპეტენტური რეკომენდაციების გაცემას.
კლუბის წევრებმა სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს. მათ დაგეგმილი აქვთ საჯარო ლექციები, ტრენინგები, გასვლითი ტურები კომპანიებში, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტების პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებასა დ მათში ლიდერული უნარ–ჩვევების განვითარებას.
პრეზენტაციის ბოლოს სტუდენტებმა მათთვის სასარგებლო ინფორმაციაც მიიღეს. მას, ვინც დაინტერესდება კლუბის საქმიანობით, საშუალება აქვს, კლუბში გაწევრიანდეს. ამისთვის საჭიროა სპეციალური სააპლიკაციო ფორმის შევსება კლუბის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.