სოციალური მედია და ლიტერატურა
21 ნოემბერი, 2013
            სოციალური მედია და ლიტერატურა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
წიგნის სახლ „ბუქ სითიში“ ღონისძიება გაიმართა სახელწოდებით - „სოციალური მედია და ლიტერატურა“.

დამსწრე საზოგადოებამ განიხილა შემდეგი თემები: არის თუ არა სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული პოსტები ლიტერატურა? სად მიგვიყვანს სოციალური მედიის განვითარება?

შეხვედრის პირველ ნაწილში მსმენელს შესაძლებლობა მიეცა, გასცნობოდა სანდრო ასათიანის პრეზენტაციას, სადაც პარალელები იყო გავლებული პირველყოფილ ადამიანის ნააზრევთან და „Facebook”-ის თანამედროვე სტატუსებთან, ასევე მომავლის არქეოლოგიასა და წიგნის ცვალებადობაზე.

მეორე ნაწილში წიგნის "Facebook ჩანაწერების" ავტორებმა ირაკლი კაკაბაძემ და გია არგანაშვილმა ისაუბრეს "Facebook ჩანაწერების" მნიშვნელობაზე და ერთხმად აღნიშნეს, რომ სავსებით შესაძლებელია, ერთ დღეს „Facebook” გაქრეს, ხოლო ეს წიგნი ლამაზ მოგონებად შემორჩეს.

ჩვენ ვესაუბრეთ ელექტრონული წიგნების სახლ „საბას“ აიტი ჯგუფის ხელმძღვანელ სანდრო ასათიანს: „ჩემი პრეზენტაცია არის ჩემი მოსაზრებების შესახებ, თუ როგორ ცვლის თანამედროვე ტექნოლოგიები ლიტერატურას.ჩვენ ამ პროცესის უშუალო მონაწილეები ვართ. ლინკების სისტემა საშუალებას გვაძლევს სცენარის მიხედვით კი არ წაიკითხოს ადამიანმა, არამედ თავისი სურვილისამებრ გადაყვეს სხვადასხვა ლინკს და თვითონ აირჩიოს, რა წაიკითხოს. დღევანდელი შეხვედრა ამ პროცესების გაანალიზებას ეხება“.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary