წიგნის ,,ქართული ჟურნალისტიკის ისტორია XIX საუკუნე" პრეზენტაცია
21 ნოემბერი, 2013
წიგნის ,,ქართული ჟურნალისტიკის ისტორია XIX საუკუნე" პრეზენტაცია ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონულ დარბაზში თამაზ ჯოლოგუას წიგნის ,,ქართული ჟურნალისტიკის ისტორია XIX საუკუნე" პრეზენტაცია გაიმართა.

ქარული ჟურნალისტიკის ისტორია საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ისწავლება და წიგნი სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი.

როგორც პრეზენტაციაზე აღნიშნეს, წიგნი არის სრულყოფილი სამეცნიერო მონოგრაფია და საინტერესოა არა მარტო ჟურნალისტიკით დაინტერესებული ადამიანებისთვის, არამედ XIX საკუნის ქართული საზოგადოებრივი აზრის ისტორიით, კულტურულ-საგანმანათლებლო და სალიტერატურო ცხოვრებით დაინტერესებული მკითხველისთვისაც. 

წიგნში წარმოდგენილია იმ პერიოდის ცალკეული გამოცემები, ინფორმაცია ამ გამოცემის ავტორებზე, რედაქტორებზე, გამოცემის მიმართულებებსა და ცალკეულ ნაწარმოებებზე. 

,,ეს არის მართლაც სრულყოფილად დაწერილი XIX საუკუნის ქართული ჟურნალისტიკის ისტორია, სადაც მკითხველი აღმოჩნდება იმ მრავალფეროვან და დიდ სამყაროში, რომელსაც ქართული პრესა, ბეჭდური მედია ქვია" - აღნიშნეს პრეზენტაციის ორგანიზატორებმა.

წიგნი გამომცემლობა ,,არტანუჯის" თაოსნობით დაიბეჭდა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary