აქცია „ქუჩის ნარკოტესტირების წინააღმდეგ“
24 ნოემბერი, 2013
აქცია „ქუჩის ნარკოტესტირების წინააღმდეგ“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"ჩემი რეპრესია, შენი რეგრესია!" - ასე ერქვა აქციას, რომელიც დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ გაიმართა.


აქცია "ქუჩის ნარკოტესტირების" წინააღმდეგ იყო მიმართული, რომელიც სამგორის მეტროსთან დაიწყო და სამინისტროს შენობასთან გადაინაცვლა. აქციის მონაწილეები ნარკომომხმარებლების წინააღმდეგ კანონის შეცვლას მოითხოვდნენ.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის კორსარია რუხაძის თქმით, "ყოველდღიურად ასობით ჩვენს თანამოქალაქეს ყოველგვარი საბაბის გარეშე, მხოლოდ იმის გამო, რომ პოლიციამ აფთიაქთან დაინახა, იჭერენ და აჯარიმებენ, როცა ქვეყანაში გვყავს ლეგალური ნარკობარიგები. ესენია ფსიქოტროპული აფთიაქები, რომელშიც უნამუსოდ ყიდიან ამ ყველაფერს და იქიდან გამოსულ ადამიანებს აპატიმრებენ. ჩვენ გვჭირდება შველა, ჩვენ გვჭირდება დახმარება და არანაირად - დევნა და დისკრიმინაცია. ბიუჯეტი არ უნდა ივსებოდეს ჩვენნაირი ადამიანების დაჯარიმებული ფულით. თუ სახელწიფოს უნდა, რომ მიიღოს შედეგი, შეცვალოს პოლიტიკა. 90-იან წლებში საქართველოში დაიწყო ნარკომოხმარების ბუმი და იგივე იწყება დღესაც, იმიტომ რომ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, მივიდეს აფთიაქში და არავინ არ შეგეკითხება რისთვის ყიდულობ, არც რეცეპტს მოგთხოვენ, არც არაფერს". 

გიორგი მჭედლიშვილის თქმით, "საქართველოში გაუპატიურება ისჯება 4-დან 6-წლამდე, ხოლო ნარკომოხმარებაზე - 7-დან 14 წლმადე. ავადმყოფ ადამიანს, რომელსაც, პირიქით, რეაბილიტაცია, ხელის გაწოდება და საზოგადოებაში ინტეგრაცია სჭირდება, კეტავენ 7-დან 14 წლამდე. მთელი მსოფლიო მივიდა იმ აზრამდე, რომ ეს ადამიანები არიან ავადმყოფები და უნდა ვებრძოლოთ დაავადებას თვითონ ნარკომანიას. ეს არის სწორი მიდგომა ყველა ცივილურ ქვეყანაში. ჩვენ თუ ევროპისკენ ვისწრაფით, ასეთი დამსჯელობითი კანონმდებლობა ჩვენს ქვეყანას ხელს შეუშლის. მოვითხოვთ, მოგვექცენ ადეკვატურად. სისხლის სამართლის დევნა ავადმყოფ ადამიანზე არ უნდა ხდებოდეს".

როგორც "ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის" წარმომადგენელი მარინა ასათიანი აცხადებს: "მივესალმები ამ აქციას, იმიტომ, რომ წლების განმავლობაში ისინი სტიგმასა და დისკრიმინაციაში არიან. მათი უფლებების დასაცავად ასეთი აქცია პირველად მოეწყო. ჩვენ სახელმწიფოს მოვუწოდებთ, შეცვალოს ნარკოპოლიტიკა და გახდეს უფრო ლიბერალი. ეს არ არის შინაგან საქმეთა სამინისტორს პრობლემა, ეს არის ჯანდაცვის პრობლემა და ამ ადამიანებს უნდა მიეცეს საშუალება ცხოვრებაში ინტეგრაციისა და მკურნალობის". 

შემდეგი აქცია დაგეგმილი არ არის, მაგრამ აქციის მონაწილეები გაჩერებას არ აპირებენ, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. აქციის მხარდაჭერები არიან: "ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი", "მსოფლიო ექიმები საფრანგეთი", ფონდი ღია "საზოგადოება-საქართველო" და ა/ო "ალტერნატივა ჯორჯია".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary