ეკონომიკის დღევანდელი მდგომარეობა და ზრდის პოტენციალი
25 ნოემბერი, 2013
ეკონომიკის დღევანდელი მდგომარეობა და ზრდის პოტენციალი ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
დიღმის საუნივერისტეტო კამპუსში საჯარო ლექცია ჩატარდა თემაზე - „ეკონომიკის დღევანდელი მდგომარეობა და ზრდის პოტენციალი“.

მომხსენებელი საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი ზურაბ ჯაფარიძე იყო. 

მან ეკონომიკის განვითარების დღევანდელ და წინა წლების პერიოდზე ისაუბრა, წარმოადგინა ანალიზი, თუ რა მდგომარეობაშია დღეს ეკონომიკა და იმ საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ქვეყანას ელოდება.

,,დღეს ორი პრობლემაა, ჩემი აზრით, ეკონომიკაში: პირველი - ეს არის არასტაბილურობის განცდა, რაც გულისხმობს იმას, რომ დღეს, ძირითადად, ეკონომიკაში მოკლევადიან პრექტებში იდება ფული, რადგან ჩვენი ეკონომიკის ნდობა არ აქვთ, რომ გრძელვადიანი პროექტები განახორციელონ. მეორე პრობლემა კი არის ის, რომ არ გვაქვს მკვეთრად ჩამოყალიბებული მთავრობის პოლიტიკა“.

საჯარო ლექციის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩატარდა, რომლის შემდეგ დისკუსია გაიმართა, სადაც სტუდენტებს შეეძლოთ საკუთარი დამოკიდებულება და აზრი გამოეხატათ და ასევე დაესვათ კითხვები მომხსენებლისთვის მათთვის მნიშვნელოვან თემებზე.

ლექცია თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის, მომავალ დიპლომატთა კლუბისა და ისტორიის კლუბის ორგანიზებით ჩატარდება.





გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary