,,უკანასკნელი უბიხის“განხილვა
26 ნოემბერი, 2013
,,უკანასკნელი უბიხის“განხილვა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თსუ–ში ,,კავკასიური ლიგის“ ინიციატივით აფხაზი მწერლის ბაგრატ შინქუბას წიგნის ,,უკანასკნელი უბიხის“ განხილვა გაიმართა.

ბაგრატ შინქუბა აფხაზური მხატვრული ლიტერატურის კლასიკოსია. მისი პოეტური და პროზაული ნაწარმოებები ასახავს აფხაზი ხალხის ისტორიულ და თანამედროვე მისწრაფებას. მისი ყველაზე პოპულარული წიგნი ,,უკანასკნელი უბიხი“ მე-19 საუკუნის შუა წლებში აფხაზეთსა და სხვა მონათესავე კავკასიელი ხალხების ტრაგედიას - ე. წ. მუჰაჯირობას ეხება.

,,კავკასიური ლიგის“ ერთ–ერთი წევრის ბექა მარგიანის აზრით: ,,ეს თემა დღესაც მნიშვნელოვანი და საინტერესოა. წიგნი, რომლის განხილვაც დღეს მიმდინარეობს, ძალიან ემოციურია და კავკასიური ლიტერატურის უდიდეს მემკვიდრეობას წარმოადგენს“.

,,ბაგრატ შინქუბა თავის წიგნში აღწერს მძიმე და ტრაგიკულ ისტორიას. მწერალი ეხება უბიხების ტრადიციებს, კულტურას, მუჰაჯირობის პერიოდს“– განაცხადა ღონისძიების ერთ–ერთმა ორგანიზატორმა მარიამ ინჯგიამ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary