„ჟურნალისტს ევალება, პატივი სცეს საზოგადოების უფლებას, იცოდეს სიმართლე“
26 ნოემბერი, 2013
„ჟურნალისტს ევალება, პატივი სცეს საზოგადოების უფლებას, იცოდეს სიმართლე“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველო ეროვნულ ბიბლიოთეკაში საჯარო ლექცია გაიმართა, რომელსაც ია ანთაძე უძღვებოდა. შეხვედრის მთავარი თემა თანამედროვე ქართული მედია და მედიაეთიკა იყო.

შეხვედრაზე ია ანთაძემ მიმოიხილა კანონი გამოხატვის თავისუფლების შესახებ და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ზოგიერთი პუნქტი, როგორც ჩარჩო სიძულვილის ენისა: „კანონით რეგულირდება ცილისწამება და უხამსობა, თუმცა, სიტყვის გამოხატვის თავისუფლების კანონის მიხედვით დღეს ჟურნალისტს სიხლის სამართლის პასუხისგებაში ვერ მისცემ, შეიძლება დაეკისროს მას ჯარიმა, რომელიც უნდა იყოს ძალიან გონივრულად განსაზღვრული“.

საჯარო ლექცია Nova Societas-ისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის "მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის" მხარდაჭერით ჩატარდა. პროექტი ითვალისწინებს ლექციათა და დისკუსიათა ციკლს სიძულვილის ენაზე.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary