ფესტივალი „ნიღაბი - 2013“-ის პროგრამა 5 დეკემბრამდე გაგრძელდება
27 ნოემბერი, 2013
ფესტივალი „ნიღაბი - 2013“-ის პროგრამა 5 დეკემბრამდე გაგრძელდება ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა თბილისის საერთაშორისო ფესტივალის "ნიღაბი - 2013" ფარგლებში მაყურებლის წინაშე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის თეატრალური დასი "ნიღბები" წარდგა სპექტაკლით - "უცნაური სიჩუმეა ირგვლივ... (რეჟ. ეკატერინე კვირკელია)".

ფინალურ ეტაპზე გამოვლინდებიან გამარჯვებულები 10 ნომინაციაში. 

ფესტივალის ორგანიზატორის მარიამ ხუციძის თქმით: "ჩვენი ფესტივალი არის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ფესტივალი. წელს უკვე მეორედ ტარდება და საერთაშორისოა. ფესტივალში 9 უნივერსიტეტი მონაწილეობს. მოხარულები ვართ, რომ ჩამოდის აზერბაიჯანისა და სომხეთის უნივერსიტეტები, ასევე შემოგვიერთდნენ ახალი უნივერსიტეტები. წარმატებებს ვუსურვებ ყველა უნივერსიტეტს და ვიმედოვნებ, რომ ყოველ წელს ითანამშრომლებენ ჩვენთან".


როგორც დღევანდელი პროგრამის წარმდგენი დასის ხელმძღვანელი ეკატერინე კვირკელია ამბობს, მათ სწორედ მაშინ შესთავაზეს ფესტივალში მონაწილეობა, როდესა პრემიერა შედგა "თეატრი ათონელზე". მანდ იმედი გამოთქვა, რომ რომ ეს ფესტივალი დასის "ნიღბების" წარმატების საწინდარი გახდება.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary