თსუ-ში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა
27 ნოემბერი, 2013
თსუ-ში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის წევრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებს შეხვდნენ.

"საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა 3 წლის წინ დაარსდა. ჩვენი მიზანია, საქართველოში მცხოვრები თითოეული სტუდენტის უფლებები დავიცვათ. ჩვენ ვმუშაობთ არამარტო თბილისში, არამედ გორსა და ქუთაისშიც. დღეს ჩვენ აქ მოვედით იმისათვის, რომ გავიგოთ, რა პრობლემები გაქვთ და დაგეხმაროთ. ჩვენ ვართ ერთნი, იმიტომ რომ ვართ სტუდენტები" – ამ სიტყვებით მიმართა სტუმრებს საქართველოს სტუდენტთა ლიგის პრეზიდენტმა ნოდარ თათვიძემ.

შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმი გაგრძელდა, რომლის მეშვეობითაც სტუდენტებმა უფრო ვრცლად გაიგეს ორგანიზაციის მოღვაწეობის შესახებ. შეხვედრის დასასრულს მსურველებს შეეძლოთ საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგაში გაწევრიანება.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary