წიგნის „სიტყვა ლექსებად ნაქარგი“ პრეზენტაცია
28 ნოემბერი, 2013
წიგნის „სიტყვა ლექსებად ნაქარგი“ პრეზენტაცია ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში მიხა ხელაშვილის "სიტყვა ლექსებად ნაქარგი" წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ პოეტები, სტუდენტები უნივერსიტეტის თანამშრომლები.

ღონისძიება ქართული უნივერსიტეტის რექტორმა სერგო ვარდოსანიძემ გახსნა. მისი ინფორმაციით, მიხა ხელაშვილი ტრაგიკული პიროვნება იყო, რომელმაც თავი სამშობლოს შესწირა, ის იბრძოდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმში ბოლშევიკური რეჟიმის წინააღმდეგ. მან დაწერა მრავალი საინტერესო მოგონება და ნაშრომი, რომლებიც გაერთიანდა წიგნში "სიტყვა ლექსებად ნაქარგი". წიგნი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა კურთხევით და მეცენატ ივანე ჩხარტიშვილის ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა. წიგნის ავტორები არიან იოსებ ოხანაშვილი და ალექსანდრე შანიძე.

ერთ-ერთი ავტორის ალექსანდრე შანიძის თქმით, მისი მთავარი მიზანი იყო, მიხა ხელაშვილის ნაშრომების შეგროვება, გაერთიანება და ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა: "სადაც შეიძლებოდა, ყველგან ვცდილობდით, მოგვეძიებინა მისი ნაშრომები, უშიშროების არქივში, ფშავში, შეგვეგროვებინა და გაგვეგებინებინა მკითხველისთვის, თუ როგორ სუნთქავდა და აზროვნებდა მწერალი".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary