ლექცია თემაზე - "ქართული აღზრდის შედეგები"
28 ნოემბერი, 2013
ლექცია თემაზე - "ქართული აღზრდის შედეგები" ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში ფსიქოლოგმა მაია ცირამუამ ლექცია წაიკითხა "ქართული აღზრდის შედეგების" შესახებ.

"ხშირად საზოგადოება პასუხისმგებლობას აკისრებს ბავშვს იმაზე, რაშიც თვითონაა დამნაშავე. დღეს ჩემი მთავარი გზავნილი იყო ის, რომ დამსწრე სტუდენტებს დაენახათ, საზოგადოების როლი რამდენად მნიშვნელოვანია ამ თემასთან მიმართებაში. ისიც აღსანიშნავია, რომ უნდა დაიმსხვრეს კულტურული მოცემულობები, მითები და სტერეოტიპები" - განაცხადა მაია ცირამუამ.

ლექციაზე პრეზენტაციაც იყო წარმოდგენილი, რომელიც უფრო თვალსაჩინოს ხდიდა იმ პრობლემას, რაზეც იყო მსჯელობა. სტუდენტებს შორის დისკუსია გაიმართა.

"ლექცია მომეწონა, რადგან იყო რეალური სიტუაციიდან გამომდინარე. მივიჩნევ, რომ მსგავსი ლექციები კიდევ უნდა ჩატარდეს. როდესაც საუბარი იწყება რაიმე თემაზე, იქ იწყება ფიქრიც, ფიქრის დაწყება კი არის ძალიან მნიშვნელოვანი ბავშვებისთვის, რომლებმაც რაღაც დონეზე განიცადეს სტრესი და მნიშვნელოვანია აგრეთვე მომავალი მშობლებისთვის. ჩვენ ხომ პოტენციური მშობლები ვიყავით დღეს. როდესაც ამ თემას შევხედავთ სხვა კუთხით, ჩვენ მოგვეცემა საშუალება, მომავალში განვსაზღვროთ, ვინ ვიქნებით. ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ სხვადასხვა ფსიქოლოგის შეხედულებებს მოვისმენთ ერთსა და იმავე თემებზე, ეს, რა თქმა უნდა, უფრო საინტერესოს და მრავალფეროვანს გახდის" - განაცხადა თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტმა ანი გიგილაშვილმა.

"მე თსუ-ს სტუდენტი ვარ. ძალიან მომეწონა დღევანდელი ლექცია. ვფიქრობ, მას ფართო აუდიტორია უნდა გაეცნოს. მე შევთავაზე ქალბატონ მაიას, რომ ჩვენ უნივერსიტეტშიც ჩაატაროს მსგავსი ლექცია" - აღნიშნა რუსუდან მარგველაშვილმა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary