საჯარო გამოსვლის ხელოვნება
28 ნოემბერი, 2013
   საჯარო გამოსვლის ხელოვნება ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
,,ლიდერთა კლუბის "ორგანიზებით ტრენინგი ჩატარდა თემაზე - ,,საჯარო გამოსვლის ხელოვნება".

ღონისძიებას კომპანია "ინტელექტიკის" დამფუძნებელი გიორგი თვალაძე წარუძღვა.

,,ჩვენი მიზანი არის, რომ გავხდეთ გლობალური ორგანიზაცია, მისია კი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობაა. რაც შეეხება დღევანდელ ტრენინგს, დღეს გვექნება საუბარი საჯარო გამოსვლების შესახებ. ლექციას წაიკითხავს ამ სფეროში ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანი გიორგი თვალაძე" – განაცხადა ,,ლიდერთა კლუბის" პრეზიდენტმა ლაშა თაკალაძემ.

აღნიშნულ ტრენინგზე ყურადღება გამახვილდა, თუ როგორ უნდა გადასცეს გამომსვლელმა თავისი ცოდნა მსმენელს, რა უნარ–ჩვევებს უნდა ფლობდეს ის, როგორ უნდა აკონტროლოს საკუთარი ემოციები, ხმის ტემბრი, გამოიყენოს ჟესტ–მიმიკა, დაამყაროს აუდიტორიასთან ვიზუალური კონტაქტი და სხვ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ლიკა დეკანოიძე მიიჩნევს, რომ მისი მთავარი პრობლემა აუდიტორიის წინაშე გამოსვლის დროს არის ნერვიულობა და ნაკლები თავდაჯერებულობა: ,,დღევანდელმა ტრენინგმა მომცა დიდი ცოდნა. ახლა ვისწავლე, თუ როგორ გავუმკლავდე ჩემს პრობლემებს. გავიგე, თუ რა არის საჭირო კარგი საჯარო ლექციის ჩასატარებლად. ვისწავლე საკვანძო საკითხები, რაზე უნდა გავამახვილო ყურადღება, რომ ჩემი გამოსვლა იყოს ეფექტური და საინტერესო. რა თქმა უნდა, აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში ამ ცოდნას. მოხარული ვარ, რომ მონაწილეობა მივიღე დღევანდელ ტრენინგში".

ლექციის ბოლოს გათამაშება ჩატარდა. გამარჯვებულმა მოიპოვა უფლება, კომპანია ,,ინტელექტიკის" დამფუძნებელ გიორგი თვალაძის პერსონალურ ტრენინგებს დაესწროს ორატორული ხელოვნების სწავლების სფეროში.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary