საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინოკლუბში ზაზა ურუშაძის ახალი ფილმის ''მანდარინები'' ჩვენება გაიმართა.
''მანდარინები'' ქართულ-ესტონური პროექტია, სადაც მთავარ როლებს გიორგი ნაკაშიძე და მიშა მესხი თამაშობენ. ფილმი აფხაზეთში მცხოვრები ესტონური ოჯახის, ჩეჩენი ჯარისკაცისა და დაჭრილი ქართველი ჯარისკაცის ურთიერთობაზე მოგვითხრობს მიმდინარე ომის პარალელურად.
რეჟისორ ზაზა ურუშაძის თქმით: ''ჩემთვის მნიშვნელოვანია აქ თავმოყრილი სტუდენტების აზრი. ყველაფერს რომ დავანებოთ თავი, ეს უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული. კარგია, მომავალ თაობას ახალი ქართული კინო რომ აინტერესებს და სიამოვნებით მოვისმენ მათ მოსაზრებებს".
როგორც სტუდენტმა ნინო ცანკაშვილმა აღნიშნა: ''ამ ფილმის შესახებ ბევრი მსმენია, ამიტომ ძალიან მიხარია, მისი ნახვის შესაძლებლობა რომ მომეცა. ამასთანავე, რეჟისორისთვის კითხვების დასმის საშუალებაც გვაქვს''.
ზაზა ურუშაძის ახალმა ფილმმა ცოტა ხნის წინ მანჰაიმ - ჰაიდერბერგის ფესტივალზე სამი პრიზი მიიღო. მომავალ კვირას ''მანდარინებს'' თბილისის მე-14 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებშიც აჩვენებენ.