ახალგაზრდები ბარიერის გარეშე
29 ნოემბერი, 2013
ახალგაზრდები ბარიერის გარეშე ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ახალგაზრდული ორგანიზაცია ”დრონი”-ის პროექტის ”ახალგარდები ბარიერების გარეშე” დასკვნითი ღონისძიება გაიმართა „Art Avenue”-ში. ღონისძიებაზე აჩვენეს პროექტის განმავლობაში მომზადებული ფოტო და ვიდეომასალა, გაიცა პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები და შეჯამდა შედეგები.

”ამ პროექტის ფარგლებში დევნილთა სხვადასხვა დასახლებაში ვიყავით, მოწვეული იყვნენ ტრენერები, როგორც ქართველები, ასევე უცხოელი მოხალისეები. ისინი ატარებდნენ ტრენინგებს, ლექციებს. პროექტში მონაწილეობას იღებდა დაახლოებით 150-200 6-დან 18-წლამდე ასაკის ბავშვი”-აღნიშნა პროექტის ორგანიზატორმა თათა ბერიამ.


”ეს პროექტი, ვფიქრობ, რომ არის საგანმანათლებლო. გვეხმარება ცხოვრების გაუმჯობესებაში, ასევე ბევრი რამე გავაკეთეთ, ვისწავლეთ ქარგვა, ბლოგის გაკეთება, გვქონდა ტრენინგები ბავშვთა უფლებების შესახებ. ეს პროექტი ასევე გვაძლევს შანსს, რომ წავიდეთ საზღვარგარეთ”-აღნიშნა პროექტის ერთ-ერთმა მონაწილემ სალომე ხარბედიამ.

„ ქართველებთან ერთად იყვნენ აზერბაიჯანელები, სომხები და სხვა ეროვნების წარმომადგენლები. ჩვენ შევისწავლეთ როგორც ქართული კულტურა და ადათ-წესები, ისე აზერბაიჯანელებისა და სომხების წეს-ჩვეულებები. ასევე მოვინახულეთ ქართული კულტურული ძეგლები, რომლებიც ნანახი არ გვქონდა. ასევე გავიცანით უცხოელები, ტრენერები, დავმეგობრდით”- აღნიშნა პროექტის მონაწილემ მარიამ შავაძემ.

დასკვნით ღონისძიებაზე ასევე მოეწყო პროექტში მონაწილე ბავშვების მიერ გაკეთებული ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary