აქცია ,,აჩუქე სიცოცხლე: გახდი დონორი!“ თეატრალურ უნივერსიტეტში
29 ნოემბერი, 2013
აქცია ,,აჩუქე სიცოცხლე: გახდი დონორი!“  თეატრალურ უნივერსიტეტში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
უანგარო დონორის აქცია - ,,აჩუქე სიცოცხლე: გახდი დონორი!" გაიმართა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ,,სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის" ორგანიზებით.

აქციაში მოხალისე სტუდენტებმა და ლექტორებმა მიიღეს მონაწილეობა.

აქციის ორგანიზატორის მარინა რუხაძის თქმით, მსგავსი ღონისძიების ჩატარება იგეგმება ყველა იმ დაწესებულებაში, სადაც სურვილს გამოთქვამენ, უანგაროდ დაეხმარნონ განსაცდელში მყოფ ადამიანებს და გაიღონ სისხლი. მისი ინფორმაციით, სისხლის ბანკი ამარაგებს თბილისის უმრავლეს კლინიკას სისხლით და სისხლის კომპონენტებით. მარინა რუხაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ უანგარო დონორის სისხლი არის ხარისხიანი და უსაფრთხო, რადგან მსურველს არ გააჩნია არანაირი მოტივაცია, გარდა ქველმოქმედების. მას სურს, მხოლოდ სიკეთის გაკეთება, რომ მის მიერ გაღებულმა სისხლმა ადამიანებს შეუნარჩუნოს სიცოცხლე.

,,ჩვენ პერიოდულად დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში ვატარებთ უანგარო დონორის აქციებს, ჩვენი დევიზია: ,,გაიღე სისხლი", ,,გადაარჩინე სიცოცხლე", ,,გახდი დონორი", ,,აჩუქე სიცოცხლე". დღეს თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებმა და ლექტორებმა უანგაროდ გაიღეს სისხლი და შეუერთდნენ ჩვენს აქციას. ვიმედოვრებ, რომ სხვა დაწესებულებებშიც გამოიჩენენ დიდსულოვენებას და გადაარჩენენ კიდევ რამდენიმე სიცოცხლეს" - განაცხადა ,,სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის" დირექტორმა და აქციის ორგანიზატორმა მარინა რუხაძემ.

მსურველებმა აუცილებელია, გაითვალისწინონ ის, რომ დონორის თანხმობის ფორმაში შეტანილ ყველა შეკითხვას გულახდილად გასცენ პასუხი, თავი შეიკავონ თამბაქოსა და ალკოჰოლის მიღებისგან.

შ.პ.ს ,,სისხლის გადასხმის საქალაქო სადგური" (სისხლის ბანკი) საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი სისხლის ბანკია, სადაც შესაძლებელია დონორული სისხლისაგან სისხლის კომპონენტების დამზადება და თბილისის კლინიკების სისხლით მომარაგება. ძირითადად, დონორები ფინანსური ანაზღაურების მოტივით აბარებენ სისხლს და აქედან გამომდინარე, არსებობს საშიშროება იმისა, რომ დონორმა რაიმე დაავადება დამალოს. საფრთხის თავიდან აცილების მიზნით ფასიანი დონორების ეტაპობრივი ჩანაცვლებაა საჭირო უანგარო დონორებით, რაც უსაფრთხო სისხლით ხელმისაწვდომობის გარანტიაა. 

სისხლის დონაცია არის პროცესი, როდესაც ჯანმრთელი ადამიანი გასცემს სისხლს. აღსანიშნავია, რომ სისხლის დონორობა არ ვნებს ადამიანის ჯანმრთელობას. აუცილებელი მოთხოვნაა, ბოლო ერთი წლის მანძილზე არ ჰქონდეთ ქირურგიული ოპერაცია გადატანილი, არ ჰქონდეთ ტატუ და არ იყვნენ ნარკოტიკების მომხმარებელი.




გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary