უმაღლესი განათლების პოლიტიკის კვლევის შედეგების პრეზენტაცია
30 ნოემბერი, 2013
უმაღლესი განათლების პოლიტიკის კვლევის შედეგების პრეზენტაცია ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
სასტუმრო "ჰოლიდეინში" პრეზენტაცია გაიმართა უმაღლესი განათლების პოლიტიკის კვლევის შედეგების შესახებ.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, სტუდენტები და თსუ-ს რექტორი ვლადიმერ პაპავა.

პრეზენტაცია "საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალთა ასოციაციის" დირექტორმა და კვლევის ინიციატორმა თორნიკე ჭეიშვილმა გახსნა.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა უმაღლესი განათლების სისტემაში არსებული პრობლემების აღმოჩენა, მათი გაანალიზება, მოგვარება და ჯანსაღი სამეცნიერო-სასწავლო პროცესის შექმნა.

კვლევა მომზადდა EWMI-ს პროგრამის G-PAC მხარდაჭერით "საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციისა" და "საქართველოს ახალგაზრდა სოციოლოგთა ასოციაციის" მიერ.

"საქართველოს ახალგაზრდა სოციოლოგთა ასოციაციის" დირექტორისა და კვლევის ხელმძღვანელის თეკლა ჯამრულიძის განცხადებით, კვლევა ოთხ საუნივერსიტეტო ქალაქში ჩატარდა: თბილისში, გორში, ქუთაისსა და თელავში.

კვლევაზე მუშაობდნენ მკვლევართა ჯგუფები და მოხალისეები. კვლევის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა ბაკალავრის II, III, IV კურსელები და მაგისტრანტები.

კვლევის ძირითად დასკვნაში გამოიკვეთა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული შემდეგი პრობლემები: სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების კვალიფიკაციური კადრების ნაკლებობა, ა, უნივერსიტეტი არ უზრუნველყოფს პიროვნულ ზრდა-განვითარებას, კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებასა და სტუდენტებში ცხოვრებისეული უნარ-ჩვევების გამომუშავებას. კვლევაში ხაზგასმული იყო აკადემიურ პერსონალთან არსებული პრობლემები, ადმინისტრაციისა და სტუდენტებს შორის დიალოგის ნაკლებობა, არასათანდო ხელფასი, დასაქმების საკითხები, ქართულ ენაზე სასწავლო ლიტერატურის ნაკლებობა, საგანმანათლებლო სისტემის შეუსაბამობა ევროპულ სისტემასთან მიმართებაში, ასევე ყურადღება გამახვილებული სტუდენტზე გამოყოფილ ვაუჩერულ სისტემაზე: "უნივერსიტეტს არ სურს, გაუშვას სტუდენტი გარეთ, რადგან არ შემცირდეს პროფესორების ხელფასი და უნივერსიტეტის ბიუჯეტი", უცხოელი სტუდენტების ჩივილებზე სწრაფი რეაგირება და ადგილობრივი სტუდენტის განცხადებების უგულებელყოფა, უნივერსიტეტში ჩაბარების სტიმულის ნაკლებობა და სხვა.

აღნიშნული კვლევის შესახებ კომენტარი გააკეთა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა ვლადიმერ პაპავამ. მისი თქმით, უნივერსიტეტში ყალიბდება ეთიკური კომისია, რომელიც თვალ-ყურს მიადევნებს და განიხილავს ნებისმიერ შემოსულ ინფორმაციას პრობლემის შესახებ, ასევე სტუდენტის მხრიდან ცვლილებების შეთავაზებებს. მან აღნიშნა, რომ აუცილებელია, სტუდენტისა თუ აკადემიური პერსონალის მხრიდან არ იყოს მუდმივი დუმილი და მიაწოდონ შესაბამისი პრობლემების ჩამონათვალი, რადგან შეიქმნას რეაგირების სწორი და სათანადო ბეკეტი.

ამასთანავე უნივერსიტეტში შეიმნა საბიბლიოთეკო ფონდი, რომელიც მუშაობს უცხოური ლიტერატურის თარგმნასა და ციფრული ვერსიის შექმნაზე. 

კვლევის სრული ვერსია USAID-ის დაფინანსებით დაიბეჭდა ბროშურის სახით "უმაღლესი განათლების პოლიტიკა, სტუდენტური ხედვა" და ის ყველა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში განაწილდება.





გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary