თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი ისტორიული წიგნის "დამოუკიდებლობის 1028 დღე" გაყიდვა მოეწყო.
წიგნში აღწერილია 1918 წლის 26 მაისიდან 1921 წლის 18 მარტის ჩათვლით დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის ყოველდღიური მატიანე. წიგნი მოიცავს სხვადასხვა სფეროს, როგორებიცააა: სამხედრო თემა, პოლიტიკა, კულტურა, კრიმინალური ქრონიკა და სხვა.
წიგნის ავტორ-შემადგენლები თსუ-ს ისტორიული ფაკულტეტის 14-კაციანი სტუდენტთა ჯგუფია (თამარ პაპუაშვილი, მაკა ხუციშვილი, ზაზა ცინცაძე, ნათია თურაზაშვილი, მანუჩარ გუნცაძე, ელენე გულაშვილი, ბაჩანა ხაჩიძე, ნონა მითიაშვილი, თამარ ლაზარაშვილი, ხატია ნადირაძე, ნიკოლოზ ჩხეიძე, ნოდარ ჩხაიძე, თორნიკე ტაბატაძე, ირაკლი ირემაძე, დიმიტრი სილაქაძე), ხოლო მათი ხელმძღვანელი და რედაქტორი ისტორიის მეცნიერების დოქტორი, პროფესორი დიმიტრი შველიძეა.
დიმიტრი შველიძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა: "ყველაზე სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ამ წიგნზე სტუდენტები მუშაობდნენ".
იმის გამო, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს არ აქვს წიგნების მაღაზია, დღეს წიგნის გაყიდვა თსუ-ს პირველ კორპუსში მეორე სართულზე ფოიეში მიმდინარეობს. ხვალიდან კი მისი შეძენა ამავე უნივერსიტეტის მეოთხე კორპუსში მეოთხე სართულზე იქნება შესაძლებელი.