„უარი თქვით იზოლაციაზე, მხარში ამოუდექით ერთმანეთს!“
02 დეკემბერი, 2013
თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის ორგანიზებით შიდსის ვირუსის შესახებ შემეცნებითი ლექცია გაიმართა.

სტუდენტებს აივ ინფექციის გადაცემისა და თავდაცვა-მკურნალობის გზებზე შიდსის ცენტრის ექიმი მარიამ ეგზუბაია ესაუბრა.

სემინარის მიზანი სტუდენტების ინფორმირება იყო, რომლის ფარგლებშიც მათ აივ ინფექციასა და შიდსის ვირუსს შორის სხვაობები, დაავადების გადადების გზები, თავდაცვისა და მკურნალობის მეთოდები განემარტათ. მარიამ ეგზუბაიამ სტუდენტებს საქართველოში აივ და შიდსის ვირუსით ინფიცირებულთა სტატისტიკა გააცნო, რომელიც ასე გამოიყურება: აივ ინფიცირებული (რეგისტრირებული) - 4084, აქედან მამაკაცი - 3000, ქალი - 1084, სავარაუდო რიცხვი კი 6600-ს შეადგენს.

სტუდენტების შეკითხვები აღნიშნული ვირუსით დაავადებულ ადამიანთა სიცოცხლის ხანგრძლივობას, სიმპტომებსა და მკურნალობის გადაჭრის გზებს ეხებოდა.

მარიამ ეგზუბაიამ შიდსითა და აივ ინფექციით მატარებელთა დისკრიმინაციის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სტიგმისა და დისკრიმინაციის თავიდან აცილების საუკეთესო გზა საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდებაა: "უარი თქვით იზოლაციაზე, მხარში ამოუდექით ერთმანეთს!"

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary