საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი ილიაუნიში
02 დეკემბერი, 2013
საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი ილიაუნიში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
2 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში საქართველოს ახალგაზრდულმა პარლმენტმა სტუდენტებთან შეხვედრა გამართა. ორგანიზაციამ 2013 წლის მოწვევის ანგარიში წარადგინა და სტუდენტებს 2014 წლის მოწვევის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

საქართველოს ახალგაზრდულმა პარლამენტმა სტუდენტებს გასული წლის ღონისძიებების, შეხვედრისა და პროექტების შესახებ უამბო. ახალგაზრდულმა პარლამენტმა მცირე სახსრების მიუხედავად შეძლო მრავალი პროექტის განხორციელება და გახდა საერთაშორისო სავაჭრო პალატის წევრი ორგანიზაცია. შეხვედრაზე განიხილეს ყველა ის მასშტაბური ღონისძიება, რაც ორგანიზაციამ განახორციელა, მათ შორის არის დისკუსიები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში აბორტის აკრძალვაზე, დემოკრატიულ არჩევნებზე, ჰესების მშენებლობაზე, ახალგაზრდა პატიმრებზე და სხვა.

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის ღონისძიებებში ბევრი ახალგაზრდა იყო ჩართული საქართველოს მასშტაბით, მათ შორის უნივერსიტეტის სტუდენტები. "აღვნიშნავ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ძალიან კარგი და აქტიური დელეგატები იყვნენ და დარწმუნებული ვარ, ამ უნივერსიტეტის სტუდენტები ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულები იქნებიან 2014 წელსაც"- აღნიშნ საუბარში ერთ-ერთმა მომხსენებელმა ანა მოსიაშვილმა.

მსგავსი ტიპის შეხვედრა კიდევ 10-მდე უნივერსიტეტში ჩატარდება.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary