საქართველოს ახალგაზრდულმა პარლამენტმა სტუდენტებს გასული წლის ღონისძიებების, შეხვედრისა და პროექტების შესახებ უამბო. ახალგაზრდულმა პარლამენტმა მცირე სახსრების მიუხედავად შეძლო მრავალი პროექტის განხორციელება და გახდა საერთაშორისო სავაჭრო პალატის წევრი ორგანიზაცია. შეხვედრაზე განიხილეს ყველა ის მასშტაბური ღონისძიება, რაც ორგანიზაციამ განახორციელა, მათ შორის არის დისკუსიები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში აბორტის აკრძალვაზე, დემოკრატიულ არჩევნებზე, ჰესების მშენებლობაზე, ახალგაზრდა პატიმრებზე და სხვა.
საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის ღონისძიებებში ბევრი ახალგაზრდა იყო ჩართული საქართველოს მასშტაბით, მათ შორის უნივერსიტეტის სტუდენტები. "აღვნიშნავ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ძალიან კარგი და აქტიური დელეგატები იყვნენ და დარწმუნებული ვარ, ამ უნივერსიტეტის სტუდენტები ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულები იქნებიან 2014 წელსაც"- აღნიშნ საუბარში ერთ-ერთმა მომხსენებელმა ანა მოსიაშვილმა.
მსგავსი ტიპის შეხვედრა კიდევ 10-მდე უნივერსიტეტში ჩატარდება.