„საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, როგორც ძირითადი სასჯელი“
03 დეკემბერი, 2013
„საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, როგორც ძირითადი სასჯელი“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალგაზრდა კრიმინოლოგთა აკადემიურმა მიმართულებამ მრგვალი მაგიდა მოაწყო სახელწოდებით - "საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, როგორც ძირითადი სასჯელი".

მიწვეული სტუმრები იყვნენ: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორები, პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და მოსამართლე მაია ივანიძე. 

პროექტის ხელმძღვანელმა თამარ ბიძინაშვილმა განაცხადა: "დღევანდელი დღე ამ საკითხის პოპულარიზაციას ეძღვნება, რადგან ეს არის ციხისგან განსხვავებული სასჯელი. საზოგადოებაში დარჩენილები ისევ საზოგადოებას მოემსახურებიან და ამით გამოასწორებენ დანაშაულს".

დისკუსიაში სტუდენტებიც ჩაერთვნენ. მათ განიხილეს შეხვედრის მთავარი თემა ისაუბრეს ქართულ და უცხოურ პრაქტიკაზე.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary