სტუდენტების თვალით დანახული თბილისის ერთი დღე
05 დეკემბერი, 2013
სტუდენტების თვალით დანახული თბილისის ერთი დღე              ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
პროექტი ''მსოფლიო გათენებიდან დაღამებამდე'' პოლონელი დოკუმენტალისტების მაცეი დრიგასისა და მიროსლავ დემბინსკის პროექტია, რომლის ფარგლებშიც გამოცდილი დოკუმენტალისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის კინოსკოლებში სტუდენტებს სემინარებს უტარებენ.

ამჯერად თანამშრომლობა პოლონელ დოკუმენტალისტებსა და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის შედგა. პროექტი ითვალისწინებს დოკუმენტური ფილმის გადაღებას, სადაც ასახული იქნება ერთი ქალაქის ცხოვრება გათენებიდან დაღამებამდე. გამოცდილ დოკუმენტალისტებთან თანამშრომლობით ქართველმა სტუდენტებმა ორმოცწუთიანი ფილმი გადაიღეს, სადაც ასახულია თბილისის ერთი დღე, კადრები ყოველდღიური ცხოვრებიდან, რასაც შეიძლება ისე შევეჩვიეთ, რომ ვეღარც კი ვამჩნევთ.

პროექტის ავტორის მიროსლავ დემბინსკის განცხადებით: ''ჩვენ შევეცადეთ, ახალგაზრდა თბილისელი კინოდოკუმენტალისტებისთვის დოკუმენტალისტიკის ''ვირუსი'' გადაგვეცა და მინდა გითხრათ, რომ ეს ვირუსი ძალიან კარგად ვრცელდება. სტუდენტებმა სხვადასხვა ამბავი გადაიღეს ქალაქის ყოველდღიური ცხოვრებიდან, ამ ნაწყვეტებისგან შედგება მთელი ფილმი''.

ფილმის გადაღებაში მონაწილეობდა თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი ივა ჩიტიძე: ''ასეთი სემინარები ძალიან მნიშვნელოვანია კინემატოგრაფისტებისთვის, რადგან მეტ გამოცდილებას იძენ და დამატებით აღმოაჩენ საკუთარ შესაძლებლობებს. მუშაობისას ლექტორებთან მიგვქონდა თემები, მათთან ერთად ვაანალიზებდით, როგორ შეიძლებოდა თემა უფრო საინტერესოდ წარმოგვეჩინა და მაყურებლამდე მიგვეტანა. ამ პროექტმა პირადად მე, განსხვავებული თბილისის ნაწილი მაჩვენა და პროფესიული მიდგომა მასწავლა დოკუმენტური კინოსადმი''.

ფილმის პრემიერა თბილისის კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართა. როგორც პროექტის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, იგეგმება ახალი პროექტი - ქართველი და პოლონელი სტუდენტები გაცვლითი პროგრამით ერთმანეთის ქვეყნებში გადაიღებენ ახალ დოკუმენტურ ფილმებს.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary