კონფერენცია თსუ-ში თემაზე - ადამიანთა ვაჭრობა (ტრეფიკინგი)
05 დეკემბერი, 2013
კონფერენცია თსუ-ში თემაზე - ადამიანთა ვაჭრობა (ტრეფიკინგი) ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ევროპის საბჭოსა და მის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას თემაზე - "ადამიანთა ვაჭრობა (ტრეფიკინგი)" მასპინძლობდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ევროპის საბჭოს წარმომადგენლები, სტუდენტები და უცხოელი სტუმრები. 

კონფერენცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ მიწვეული სტუმრებიც, რომლებმაც ევროპის საბჭოს რეკომენდაციები წარადგინეს და ტრეფიკინგის წინააღმდეგ მიღებული კონვენცია განიხილეს.

"შეხვედრა ნაყოფიერი აღმოჩნდა, როგორც ჩვენთვის, ასევე ორგანიზატორებისთვისაც, გავეცანით საბჭოს სამოქმედო გეგმას ადამიანთა ვაჭრობის შესახებ და მივიღეთ სხვადასხვა რეკომენდაცია. კონფერენციის მიმდინარეობის პროცესში განვიხილეთ ევროპის საბჭოს მიერ მიღებული ანგარიშიც" - განაცხადა კონფერენციის მონაწილემ გიორგი კობახიძემ. 

შეხვედრას თვალ-ყურს ადევნებდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები, რომელთაც კონფერენციის დასრულების შემდეგ ანგარიში უნდა წარედგინათ. 

"დღევანდელი კონფერენცია-დისკუსია მნიშვნელოვანი იყო იმდენად, რამდენადაც მეორე მხარისგან მივიღეთ სასარგებლო რეკომენდაციები, რომლებსაც პრაქტიკაში აუცილებლად განვახორციელებთ. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ყველა ის სტრუქტურული უწყება, რომელიც ჩართულია ტრეფიკინგთან ბრძოლაში" - განაცხადა ადამიანთა ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაცვის სახელმწიფო ფონდის დირექტორმა მარინა მესხმა. 

აქტიურ სტუდენტებს შეხვედრის ბოლოს სერტიფიკატები გადაეცათ.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary