"თავისუფალი ასოციაციის" პრეზენტაცია ილიაუნიში
06 დეკემბერი, 2013
"თავისუფალი ასოციაციის" პრეზენტაცია ილიაუნიში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ვებჟურნალის "თავისუფალი ასცოციაცია" პრეზენტაცია ჩატარდა.

პრეზენტაცია მიზნად ისახავდა ვებჟურნალის თემატიკისა და საქმიანობის გაცნობას დაინტერესებული სტუდენტებისათვის. პრეზენტაციის ფარგლებში სტუდენტებს მიაწოდეს ინფორმაცია ჟურნალში სტაჟირების შესახებ, რამაც განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია დამსწრე სტუდენტებში და რამდენიმე მათგანმა ჟურნალთან თანამშრომლობის სურვილიც გამოხატა.

"ჩემი ოცნება ყოველთვის იყო, რომ ჟურნალისტი გავმხდარიყავი, ამიტომაც სტაჟირების პროგრამის გაცნობის შემდეგ გამიჩნდა შესაძლებლობა ჩემი სურვილის რეალიზება მოვახდინო. ამასთანავე, ვაპირებ მაგისტრატურის ჟურნალიტიკის მიმართულებით გაგრძელებას, ვფიქრობ დიდ გამოცდილებას შემძენს ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა" - აღნიშნა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტმა მარიამ გაბრიაძემ.

მოწონება დაიმსახურა ჟურნალის რუბრიკამ "თავისუფალი სივრცე", რომელიც საშუალებას აძლევს სტუდენტებს განათავსონ სტატია ახალგაზრდობისთვის აქტუალური და საინტერესო საკითხების შესახებ.

ჟურნალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ნუკა კეკელიას თქმით: "შეხვედრა ძალიან საინტერსო და ნაყოფიერი გამოდგა. პრეზენტაციის მსვლელობისას მოხდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა სხვადასხვა საკითხზე. სტუდენტებმა გაგვიზიარეს საკუთარი ინიციატივა".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary