„აქტიური ახალგაზრდობა-დაცული კულტურული მემკვიდრეობა"
06 დეკემბერი, 2013
„აქტიური ახალგაზრდობა-დაცული კულტურული მემკვიდრეობა" ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულ ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაციების „კულტურული მემკვიდრეობის არასამთავრობო მონიტორინგი“ და „სამოქალაქო ინიციატივა“ ორგანიზებით პროექტ „აქტიური ახალგაზრდობა-დაცული კულტურული მემკვიდრეობის“ პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „კულტურული მემკვიდრეობის არასამთავრობო მონიტორინგის“ წარმომადგენელმა დიანა კაკაშვილმა პრეზენტაციის მსვლელობისას ისაუბრა, პროექტი მიზნად ისახავს სიღნაღის რაიონში მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის აღწერა-ფიქსაციასა და აღნიშნულის მიმართ ადგილობრივი ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას.

„პროექტი არის კოალიციური, ახორციელებს ორი არასამთავრობო ორგანიზაცია, ესენია: „კულტურული მემკვიდრეობის არასამთავრობო მონიტორინგი“ და „სამოქალაქო ინიციატივა“. პროექტი მოიცავს სიღნაღის რაიონის 4 სოფელს: ქვემო მაჩხაანი, ანაგა, ტიბაანი და ვაქირი. ადგილობრივი მოსწავლეების ჩართულობით ხდება სოფლის ფიქსაცია, აღწერა და შესწავლა. მიზანი არის ის, რომ გააქტიურდნენ ადგილობრივი ახალგაზრდები კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად. ჩვენ გვინდა, რომ თვითონ ადგილობრივი მოსახლეობისგან წამოვიდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ინიციატივა. მუშაობის დაწყებიდან გავიდა 2 თვე და შესაბამისად, გვაქვს შუალედური შეფასება, თავად პროექტი კი 4 ნაწილისგან შედგება“ - განაცხადა დიანა კაკაშვილმა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary