თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის ორგანიზებით ლევან აბაშიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
დამსწრე საზოგადოებას სიუჟეტი აჩვენეს ლევან აბაშიძის შესახებ, რომელიც მის ცხოვრებასა და კარიერულ წარმატებას ასახავდა.
საღამოზე მიწვეული სტუმრები იყვნენ: ლევან აბაშიძის დედა - მანანა ხიდაშელი, გიო მგელაძე, გოგი ხოშტარია, გაგა ნახუცრიშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე, ზურა ყიფშიძე, ცაცო გოდერძიშვილი. ასევე რეჟისორ ტატო კოტეტიშვილის დედა, რომელმაც დიდი სიყვარულით გაიხსენა ლევან აბაშიძე.
საღამო მუსიკალურად გააფორმეს ახალგაზრდა მუსიკოსებმა.